ვახტანგ მახარობლიშვილი სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქეთევან ჯაყელს შეხვდა
2024 წლის 19 აპრილს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს, ქეთევან ჯაყელს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟვანიას სკოლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები, ისევე, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟვანიას სკოლასა და საჯარო ადმინისტრირების ევროპულ ინსტიტუტს (EIPA) შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
საუბრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.