ვახტანგ მახარობლიშვილს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდო გადაეცა
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თეიმურაზ ჯანჯალიას და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ვახტანგ მახარობლიშვილს გადაეცათ. ცერემონია დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. სულხან-დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართასაბა ორბელიანის უწყებრივი ჯილდო მინისტრის მოადგილემ და ევროკავშირში საქართველოს ელჩმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მიიღეს. ჯილდოები მათ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გადასცა, მანვე თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მადლობები გამოეცხადათ უწყების თანამშრომლებს და საკვალიფიკაციო სერტიფიკატები გადაეცათ ახალგაზრდა დიპლომატებს.
ქართული დიპლომატიის დღე სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება და ყოველი წლის 3 ნოემბერს აღინიშნება, წელს ქართულმა დიპლომატიამ პროფესიულ დღე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ აღნიშნა.