Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

ბრიუსელში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღინიშნა

 
2024 წლის 9 ივნისს, ბრიუსელში საქართველოს ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსებიდან 10 წლისთავი აღინიშნა. ეპარქიის იუბილის აღსანიშნავად, ბრიუსელს ვიზიტით საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები - ყოვლადუსამღვდელოესი მეუფენი ეწვივნენ. ღონისძიებას ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობების, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან საქართველოს საელჩოს დიპლომატები და ბელგიის ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ეპარქიის იუბილის აღნიშვნის დროს, საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსს, ყოვლადუსამღვდელოეს მეუფე დოსითეოსს, „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2024“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელი და სპეციალური პრიზი გადასცა.
 
საიუბილეო თარიღის აღნიშვნის ფარგლებში, ბრიუსელის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა, რომელიც ანსამბლ „დიდგორისა“ და ბელგიის ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებით გაგრძელდა.
 
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლებმა ბელგიაში ქართული სათვისტომოს აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს.