Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

ბრიუსელის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი აღევლინა

2026 წლის 18 მარტს, ბრიუსელის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი ჩატარდა.

მსახურება ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა დოსითეოსმა აღავლინა.

პანაშვიდს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი, საელჩოს თანამშრომლები და დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.