Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

არასრულწლოვნის (-18) პასპორტის განახლება

გაცნობებთ, რომ 2019 წლის პირველი ნოემბრიდან, იმისათვის, რომ  დაკარგული პასპორტის აღდგენის თაობაზე განაცხადი შემოიტანოთ საკონსულო სამსახურში,სავალდებულოა: 

  • პირმა  წარმოადგინოს ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან პასპორტის  დაკარგვის თაობაზე განაცხადა სამართალდამცავ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებში. 

  • ცნობით/დოკუმენტით ცალსახად უნდა დგინდებოდეს, თუ რომელი პასპორტი დაკარგა პირმა (პასპორტის ნომერი/გაცემის თარიღი).

  • საზღვარგარეთ, უცხო ენაზე შედგენილი/გაცემული ცნობა/დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული სათანადო წესით (იგულისხმება სანოტარო).   

  • ასეთი ცნობის/დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, კონკრეტული პირისათვის ახალი პასპორტის გაცემა ვერ განხორციელდება, ვინაიდან, აღნიშნული  წარმოადგენს პასპორტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

  • „დაკარგვის“ გარდა,  სხვა მიზეზით პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში, აუცილებელია, მოქალაქემ წარმოადგინოს შესაცვლელი პასპორტი.

არასრულწლოვნის (-18) პასპორტის განახლება

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი) 

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. 

ანგანგარიშის ნომერია:

Ambassade de Georgie
Banque: VAN DE POST
IBAN: BE91 0003 2571 4276
BIC (Bank Identifier Code): BPOTBEB1

9 წლის ასაკიდან არასრულწლოვანი საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს, ერთ-ერთ მშობელთან ერთად და წარმოადგინოს:

1. დაბადების მოწმობა:

ა. საქართველოში დაბადებული არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი.

.ბელგიის სამეფოში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით და ნათარგმნი ქართულ ენაზე. ქართული თარგმანიც უნდა იქნეს აპოსტილით დამოწმებული.

გ. დსთ-ს ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი. რუსულ ენაზე შევსებული დაბადების მოწმობის ასლი. უცხო ენაზე შევსებული (სომხური, აზერბაიჯანული ა.შ) დაბადების მოწმობა ნათარგმნი ქართულ ენაზე, თარგმანიც დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, თარგმნების ორიგინალების წარდგენა სავალდებულოა.

დ. სხვა დანარჩენ ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა უნდა იქნას დამოწმებული მოწმობის გამცემი ქვეყნის მიერ აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ქართულად და თარგმანიც აპოსტილის ბეჭდით დამოწმებული.

2. მშობლების პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი. (მშობელი, რომელიც თან ახლავს არასრულწლოვანს მან უნდა იქონიოს პასტორტი ან პირადობის მოწმობა).

3. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება).

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ  ასევე  უნდა წარმოადგინოთ დისკზე (CD)  განთავსებული   1 სურათი (იგივე ფოტო, რომელსაც წარადგენთ დაბეჭდილი სახით)

4. მშობლების თანხმობა არასრულწლოვანისთვის:

ა.  16 წლამდე არასრულწლოვნებისთვის სავალდებულოა ორივე მშობლის თანხმობა, 16 დან 18 წლამდე ერთ-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია.

ბ. მშობლებს თანხმობის დაწერა შეუძლიათ საკონსულოში პასპორტის მოთხოვნის დროს.

თუ ერთ-ერთი მშობელი არ წარსდგება საკონსულოში, მას შეუძლია თანხმობა დაწეროს ბელგიის სამეფოს ნოტარიუსთან, აღნიშნული თანხმობა ნათარგმნი უნდა იყოს ქართულ ენაზე.  უნდა წარმოადგინოთ როგორც სანოტარო აქტის, ასევე მისი თარგმნის ორიგინალი. (იხილეთ თანხმობის ტექსტის ნიმუში, რომელიც უნდა დამოწმდეს ბელგიის სამეფოს ნოტარიუსთან ანუ მოხდეს légalisation de la signature )

ერთ-ერთი მშობლის საქართველოში ყოფნის შემთხვევაში, მას შეუძლია თანხმობა პასპორტის აღების შესახებ დაწეროს საქართველოში ნოტარიუსთან ან საქართველოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში. საკონსულოში უნდა წარმოადგინოთ თანხმობის ორიგინალი.

თუ ერთ-ერთი მშობელი იმყოფება ან საქართველოს ან ბელგიის გარეთ, მას თანხმობის დაწერა შეუძლია ადგილმდებარე ქვეყანაში საქართველოს საკონსულოში.ბელგიაში საქართველოს საკონსულოში უნდა წარმოადგინოთ თანხმობის ორიგინალი. 

გ. თუ არასრულწლოვანს დაბადების მოწმობაში მხოლოდ დედა უწერია და დაბადების აქტში შეტანილი არ არის მამის შესახებ ინფორმაცია, მაშინ მხოლოდ დედის თანხმობაა საკმარისია.

დ. თუ დედას/მამას მეორე მშობელთან არ აქვს კავშირი და ბავშვს დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის მონაცემები უწერია, ამ შემთხვევაში, უნდა წარადგინოს სასამართლო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ერთი მშობელია პასუხისმგებელი პირი ბავშვზე და მას აქვს ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება მეორე მშობლის გარეშე. უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების ცნობა, უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან. თუ სასამართლო გადაწყვეტილება ფრანგულ ენაზეა, იგი უნდა იქნას დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით. უნდა წარმოადგინოთ ორიგინალი.

5. არასრულწლოვნის პასპორტის საფასურის, 28.78 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 

6. თუ გნებავთ, რომ პასპორტი ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, წარმოგვიდგინეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ.

პასპორტის დამზადების ვადაა 45 სამუშაო დღე

აპოსტილის ბეჭდისთვის მიმართეთ თქვენი ადგილსაცხოვრებელი მისამართის მიხედვით განკუთვნილ კომუნას.

 

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ 

https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit

საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 02 732 85 50

ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით  10სთ-დან 18 სთ-მდე