Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

ვახტანგ მახარობლიშვილი

ვახტანგ მახარობლიშვილი დაიბადა 1978 წლის 2 ოქტომბერს ქ. თბილისში.

2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები.

2002 წელს – ხმელთაშუაზღვის დიპლომატიური აკადემია დიპლომატიის მაგისტრის სპეციალობით.

2004 წელს დაამთავრა ლეიდენის უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის სპეციალობით.

2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

2000 წლის აგვისტოდან 2001 წლის სექტემბრამდე იყო საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ატაშე.

2001 წლის სექტემბრიდან 2002 წლის აგვისტომდე მუშაობდა ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოლიტიკური ანალიზის, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოში მეორე მდივნის თანამდებობაზე.

2002 წლის აგვისტოდან 2004 წლის ივლისამდე იყო ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის განხორციელების სამმართველოს უფროსი.

2004 წლის ივლისიდან 2004 წლის სექტემბრამდე – ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროინგეტრაციის სამმართველოს უფროსი.

2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

2005 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის ნოემბრამდე იყო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი.

2009 წლის ნოემბრიდან 2012 წლის მაისამდე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად.

2012 წლის მაისიდან 2016 წლის ოქტომბრამდე იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ამასთანავე, 2013 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით იყო აგრეთვე საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.

2016 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივლისამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2019 წლის ივლისიდან 2021 წლის 9 ივნისამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

2011 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.