საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურის დიდ საჰერცოგოში იმყოფებოდა
2026 წლის 4 თებერვალს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრები გამართა ლუქსემბურგის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გასტი გრაასთან და თავმჯდომარის მოადგილესთან, ივ კრუხტენთან, ისევე, როგორც ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორთან, ვერონიკ დოკენდორფთან და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან, ლორის ნიკოლეტისთან.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივი თანამშრომლობისა და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგსა და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე.
