Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში

2025 წლის 10 მაისს, ბრიუსელში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპის დღის აღსანიშნავ ყოველწლიურ საზეიმო ღონისძიებაში, რომელსაც ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა (EESC) უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, ევროკავშირის წევრ და სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, მოეწყო საქართველოს კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ქართული ღვინო, ასევე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ მრავალფეროვანი საპრომოციო მასალა.

ქართულმა კუთხემ, ტრადიციულად, დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.