ანტვერპენში ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის “იმედი” კონცერტი გაიმართა
2026 წლის 22 თებერვალს, ქ. ანტვერპენში, ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის “იმედი” კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, ქ. ანტვერპენის მერიის და კულტურის განყოფილების “Internationaal Comité” მხარდაჭერით ჩატარდა.
კონცერტში - “მოგზაურობა საქართველოში” ანსამბლის ოთხი თაობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი და საელჩოს წარმომადგენლები, ასევე, ქართული დიასპორის წევრები და ბელგიელი სტუმრები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართული ცეკვის ანსამბლი “იმედი” ბელგიაში 2006 წელს შეიქმნა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელები ბელგიაში მცხოვრები ქართველი ქორეოგრაფები იმედა ყავლაშვილი და ხათუნა მახარაძე არიან.
