ბრიუსელის საკათედრო ტაძარში 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა
2024 წლის 7 აგვისტოს, ბრიუსელის საკათედრო ტაძარში, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
მსახურება ანტვერპენის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავითმა აღავლინა, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეოსის კურთხევითა და ბრიუსელში საქართველოს საელჩოს ინიციატივით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან საქართველოს საელჩოს/ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობისა და ნატო-სთან საქართველოს მისიის დიპლომატები და თანამშრომლები, აგრეთვე, ბელგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის, საკვირაო სკოლების პედაგოგები.