Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 10 თებერვალს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან, პიტერ დე რუვერთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბელგიას შორის  ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, მიმდინარე საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგს, დაკავშირებადობას და შუა დერეფნის საკითხებს და რეგიონული უსაფრთხოების თემატიკას.