საქართველოს საელჩომ ბელგიაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის საშობაო ღონისძიებას უმასპინძლა
2026 წლის 17 იანვარს ბრიუსელში საქართველოს საელჩომ ბელგიაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებს საშობაო ღონისძიებაზე უმასპინძლა.
შეკრებილ სტუმრებს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა შობა-ახალი წელი მიულოცა და დიასპორისა და საკვირაო სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქართული ენის და კულტურის შენარჩუნების კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის. ასევე, ისაუბრა საზღვარგარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
საშობაო ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიუსელის საკათედრო ტაძართან არსებული ქართული საკვირაო სკოლის, ქალაქ ანტვერპენში წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლისა და ლიტერატურული თეატრის, ასევე ქალაქ ლიეჟში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სამრევლოსთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეები.
