Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა

2026 წლის 15 მაისს, ქ. კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს, რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს პროგრესი და ამ მიმართულებით არსებული პრიორიტეტები. ხაზი გაესვა საქართველოს როლს და პერსპექტივებს დაკავშირებადობის კონტექსტში. 

საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.