საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში
2026 წლის 16-18 ივნისს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელთან. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვდნენ ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს და ბელგიის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის გენერალურ დირექტორს ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით.
შეხვედრების დროს ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა ბელგიელ და ლუქსემბურგელ კოლეგებთან ერთად განეხილა, როგორც საქართველო-ევროკავშირის ამჟამინდელი ურთიერთობების დინამიკა და პოლიტიკური დიალოგის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობები.
