Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

ქ. ანტვერპენის საკვირაო სკოლისა და ქართული საბავშვო თეატრის 10 წლის საიუბილეო საღამო

2025 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში, წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის და საბავშვო ლიტერატურული თეატრისჩვენ დავბრუნდებით“ 10 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ილია ჭავჭავაძის ცნობილი მოთხრობისოთარაანთ ქვრივიმიხედვით შექმნილი სატელევიზიო სპექტაკლი, საქართველოდან მოწვეული პროფესიონალი არტისტების, მოყვარული მსახიობებისა და საკვირაო სკოლის მოსწავლეების შესრულებით.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა. ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს, . ანტვერპენის საკვირაო სკოლის 10 წლის იუბილე მიულოცა და მადლიერება გამოხატა საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის.

საიუბილეო საღამოზე, ასევე, გაიმართა ანტვერპენის საკვირაო სკოლის და საბავშვო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, მანანა ხორბალაძის წიგნის - „სამშობლო შენს გულშიაპრეზენტაცია, რომელიც სკოლისა და თეატრის ათწლიან შემოქმედებას ეძღვნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენელი, ვახტანგ მახარობლიშვილი და ქართველი დიპლომატები; ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი და ეპარქიის სასულიერო პირები; ასევე, ბელგიის ქართული დიასპორის წარმომადგენლები.