Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

2026 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ქ. ბრიუსელში იმყოფებოდა, რომლის დროსაც ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს, პიტერ დე რუვერს და სენატის პრეზიდენტს, ვინსენტ ბლონდელს.
 
2026 წლის 24-25 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგს ეწვია. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვდა ლუქსემბურგის პარლამენტის პრეზიდენტს, კლოდ უაისლერს და ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებს.
 
შეხვედრებზე მხარებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია და რეგიონში განვითარებული მოვლენები.