Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში ესპანეთის მუდმივ წარმომადგენელს მარკოს ალონსო ალონსოს შეხვდა

2024 წლის 15 თებერვალს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირში ესპანეთის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩთან, მარკოს ალონსო ალონსოსთან.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის საბჭოს ესპანეთის თავმჯდომარეობის დროს იქნა მიღებული, რასაც საქართველოს მხარე დიდად აფასებს და მადლობა გადაუხადა ესპანელ კოლეგას მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები. ელჩმა ესპანეთის მუდმივ წარმომადგენელს დაუდასტურა, რომ ქართული მხარე მოწადინებულია, გააგრძელოს ინტენსიური ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და არსებული გამოწვევები.