საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 10 თებერვალს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან, პიტერ დე რუვერთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბელგიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, მიმდინარე საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგს, დაკავშირებადობას და შუა დერეფნის საკითხებს და რეგიონული უსაფრთხოების თემატიკას.
.jpg&w=3840&q=100)