Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში იმყოფებოდა

2023 წლის 4 დეკემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში. ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრები გამართა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან, იასუკო მიულერთან და ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორთან, ვერონიკ დოკენდორფთან.
 
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარ თემას წარმოადგენდა ლუქსემბურგის მხარის ინფორმირება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ. ამასთან, შეხვედრების ფარგლებში, ელჩმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს ქართული მხარის მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობასა და მიღწეულ პროგრესზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რათა ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაციის შესაბამისად, წლის ბოლოს, ევროპულმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
 
შეხვედრებზე, ასევე, განხილულ იქნა საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, მომავალ წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის ჭრილში და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები. ელჩმა მადლობა გადაუხადა ლუქსემბურგის მხარეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მკაფიო მხარდაჭერისთვის.