ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დელფინ პრონკს შეხვდა
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) თავმჯდომარესთან, ელჩთან, დელფინ პრონკთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებასა და სოფელ კირბალში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) როლს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
შეხვედრაზე ელჩმა დეტალური ინფორმაცია მიწოდა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და სამომავლო გეგმებზე. ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თაობაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მნიშვნელობას, რის საფუძველზეც წლის ბოლოს ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.