ვახტანგ მახარობლიშვილი DG ECHO-ს გენერალურ დირექტორს, მაჩეი პოპოვსკის შეხვდა
2024 წლის 6 თებერვალს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (DG ECHO) გენერალურ დირექტორთან, მაჩეი პოპოვსკისთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირის დინამიური თანამშრომლობა და მის შემდგომ გაძლიერებაზე მიმართული ნაბიჯები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე და მხარეებმა აღნიშნულ პროცესში განსახორციელებელ კონკრეტულ ქმედებებზე იმსჯელეს.
გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა მხარდაჭერა სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და აღნიშნა, რომ შესაბამისი ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება.