Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

ქართული დიპლომატიის წარმატებაა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია - ხერტ იან კოპმანი

„თქვენი თავდადება, თქვენი სწრაფვა და საქართველოს ევროპული კუთვნილების მიმართ თქვენი მტკიცე რწმენა არის ის რეალური რესურსი და საშუალება, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის შემდგომ წინსვლას“  - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოპმანმა „ელჩების კონფერენცია 2023“-ისთვის ჩაწერილ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების შესრულების კუთხით, დიპლომატებს მართლაც უდიდესი მისია აკისრიათ, და ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, მნიშვნელოვანწილად სწორედ ქართული დიპლომატიის დამსახურებაა. 

„თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე.   როგორც ელჩები, თქვენ საკვანძო როლს ასრულებთ ევროპის დედაქალაქებში საქართველოს მისწრაფებების გაჟღერების თვალსაზრისით“ - განაცხადა ხერტ იან კოპმანმა.

როგორც მან აღნიშნა, კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ახალი წელი საქართველოს კიდევ უფრო მეტ წინსვლასა და შესაძლებლობებს მოუტანს. 

26-28 დეკემბერს თბილისში „ელჩების კონფერენცია 2023 – საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" იმართება. საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.