საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრები გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ფილიპ ბენუასთან და ამავე სამინისტროს ევროკავშირთან საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, კრისტოფერ დე ბასომპიერთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბელგიას შორის ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები, ისევე როგორც საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგსა და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები. ბელგიურ მხარეს ინფორმაცია მიეწოდა მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში.
შეხვედრების დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე.