Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან, გენერალ-მაიორ ბეტინა პატრისია ბუგანისთან.
 
შეხვედრაზე ბეტინა ბუგანიმ ვახტანგ მახარობლიშვილს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. ამ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მიერ 2023 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას და ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
 
საუბრისას, ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) როლი საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში; ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის 9-11 აპრილს, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.