საქართველოს ელჩი ლუქსემბურის დიდ საჰერცოგოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
2024 წლის 8 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრები გამართა ლუქსემბურგის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირებთან, მათ შორის, დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან გასტი გრაასთან და გაი არენდტთან, ისევე როგორც ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ანჟელ და კრუზთან და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან, ლორის ნიკოლეტისთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. მხარეეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგსა და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე. ლუქსემბურგის მხარეს ინფორმაცია მიეწოდა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში.
ელჩმა მადლობა გადაუხადა ლუქსემბურგის მხარეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს განგრძობადი მხარდაჭერისთვის.