ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრები გამართა ევროკავშირში ესტონეთის, ბელგიის, ავსტრიისა და ესპანეთი მუდმივ წარმომადგენლებთან
2024 წლის 23-30 სექტემბრის პერიოდში, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრები გამართა ევროკავშირში ესტონეთის მუდმივ წარმომადგენელთან კილიკე სილასტე-ელინგთან, ბელგიის მუდმივ წარმომადგენელთან ვილემ ვან დე ვორდესთან, ავსტრიის მუდმივ წარმომადგენელთან თომას ობერაითერთან და ესპანეთის მუდმივ წარმომადგენელთან მარკოს ალონსო ალონსოსთან.
შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული თემატიკა. ელჩებთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევებზე.