ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა
2025 წლის 18 ივნისს, ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულოს გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულის, პიტერ სოდერმანსის და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის თანაორგანიზებით გაიმართა.